დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით „იმ ტიპის წარმოუდგენელი კონსპირაცია და ტყუილი მოიფიქრა, რომლისაც ისტორიაში ყველაზე უფრო დიდ მატყუარებსაც შეშურდებოდა“

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით იმ ტიპის წარმოუდგენელი კონსპირაცია და ტყუილი მოიფიქრა, რომლისაც ისტორიაში ყველაზე უფრო დიდ მატყუარებსაც შეშურდებოდა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრები ცდილობენ გამოიგონონ ისეთი ტყუილი, რომელზეც მოსახლეობა იტყვის: „ამას როგორ იკადრებდა“.
როგორც უსუფაშვილი აღნიშნავს, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რასაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია იმისა, რომ „ქართული ოცნება” ელექტორალურად შეშინებულია.
„ხდება ასეთი ცვლილებების განხორციელება და არსი არის, რომ თურმე ვიღაც აპირებს ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ რაღაც უბედურებას, მერე ხელში უნდა ჩაიგოს მისი თანამდებობა. იმ ტიპის წარმოუდგენელი კონსპირაცია და იმ ტიპის ტყუილია, რომელიც შეშურდებოდა ისტორიაში ყველაზე უფრო დიდ მატყუარებს არა მხოლოდ საქართველოში. ისინი ცდილობენ გამოიგონონ ისეთი ტყუილი, რომელზეც მოსახლეობა იტყვის, რომ „ამას როგორ იკადრებდა” და კადრულობენ. ამ ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, არ უმჯობესდება საარჩევნო გარემო, მაგრამ ჩვენ “ლელო” და არა მხოლოდ “ლელო”, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ტიპის ქმედებების მიუხედავად, მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ ს გზით ცვლილება შესაძლებელია, მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ მისი ყოველი ხმის დასაცავად ვიქნებით მართლა გაერთიანებული,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ