გოგი მარგველაშვილი მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა

გოგი მარგველაშვილი დაინიშნა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კულტურის სამინისტრო.
იგი მომდევნო 4 წლის მანძილზე უხელმძღვანელებს თეატრს.
მარჯანიშვილის თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშე იყო 2023 წლის 10 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ლევან წულაძემ განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. ამ პერიოდში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო თინა კალატოზიშვილი.
თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის ასარჩევად კულტურის სამინისტროს კონკურსი არ გამოუცხადებია. გოგი მარგველაშვილი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო 4 წლის ვადით საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად დანიშნა.
გოგი მარგველაშვილი იყო სხვადასხვა თეატრის მთავარი რეჟისორი, სამხატვრო ხელმძღვანელი: 2001-2005 წლებში იგი იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი, 2005-2009 წლებში – ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
2014-2020 წლებში კი იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 2023 წლის აპრილიდან კი არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი