ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან $325 მილიონით გაიზარდა

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მილიარდერ ს ქონება წლის დასაწყისიდან 325 მილიონი დოლარით გაიზარდა და ამ დროისთვის 6.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
Bloomberg Billionaires Index არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგი. მაჩვენებლების განახლება ნიუ-იორკში ყოველი სავაჭრო დღის ბოლოს ხდება. ბოლო ცვლილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ქონება 50 მილიონი დოლარით გაიზარდა.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ბიძინა ივანიშვილი 374-ე ადგილზეა.