ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,ყაზბეგის” მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 141 ერთეული ელექტრო სიგარეტი, ასევე სხვადასხვა დასახელებისა და განსხვავებული წონის შეფუთვებში მოთავსებული 278 ცალი ელექტრო სიგარეტის სითხეები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჩამოერთვათ საქონელი, ხოლო ფულადი ჯარიმის საერთო ოდენობამ 8408 ლარი (საქონლის ღირებულების 100-%) შეადგინა.