ზურაბიშვილი ღიად არის ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ამჟამად კი ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში

„პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება მაინც გაბრაზებული ბავშვის ქმედებას ჰგავს … ნეტა მასში ეს ბავშვი ჩვენ გავაბრაზეთ თუ დიდი ფულის სანაცვლოდ გამოწვეული ფეხების ბაკუნია?!“ – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი , პრეზიდენტ ს მიერ „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებზე ვეტოს დადებას. მეგრელიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ღიად არის ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში.
„გრძელდება თამაში ვეტოობანა. სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი პირნათლად ასრულებს მიღებულ დავალებას, ის ღიადაა ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ამჟამად კი ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში. ეს ვეტო დაძლეული იქნება, ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული საპარლამენტო უმრავლესობას, მაგრამ პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება მაინც გაბრაზებული ბავშვის ქმედებას ჰგავს … ნეტა მასში ეს ბავშვი ჩვენ გავაბრაზეთ თუ დიდი ფულის სანაცვლოდ გამოწვეული ფეხების ბაკუნია?!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
Previous: ჩვენს პარტნიორებთან ერთად მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში

ასევე დაგაინტერესებთ

უკვე 9 არჩევნებია, ქართველი ხალხის უმრავლესობამ არჩევანი „ქართულ ოცნებაზე“ გააკეთა, არა იმიტომ რომ ეს საუკეთესო არჩევანია საქართველოსთვის, არამედ იმიტომ, რომ ალტერნატივა მუდმივად არის „ნაციონალური მოძრაობა“