თურქეთში „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

თურქეთში „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.
Anadolu-ს ცნობით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი კერძო დეტექტივია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მოქმედი კერძო კომპანიებისა და ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და ისრაელის სადაზვერვო სამსახურს აწვდიდა.
ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ანკარას ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი