ალექსანდრე ტაბატაძე – პარტნიორებთან ერთად მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის ანგარიშში

ჩვენს პარტნიორებთან ერთად მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის ანგარიშში, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ გლობალურ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც გლობალური ტერორიზმის 2024 წლის ინდექსის მიხედვით საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 5 ადგილით გაიუმჯობესა და ტერორიზმისაგან თავისუფლებით მსოფლიოში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
მისი თქმით, რეიტინგის შედეგები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული მუშაობის შედეგია.
„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაღალი პროფესიონალიზმით და სტანდარტებით ასრულებს თავის მოვალეობას. ჩვენს სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რისთვისაც დასაფასებელია და მადლობას იმსახურებს ეს ინსტიტუტი და მისი თითოეული თანამშრომელი, ვისაც აღნიშნულ რეიტინგში გამოქვეყნებულ დადებით შედეგებში მიუძღვის წვლილი.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა მოითხოვს ძალიან მაღალ პროფესიონალიზმს და ოპერატიულობას, ამიტომ განსაკუთრებით დასაფასებელია ის 24- საათიანი თავდადებული შრომა, რომელიც საზოგადოებისთვის ხშირად უხილავია, მაგრამ არაერთხელ დადასტურდა მსგავსი რეიტინგებით და ანგარიშებით“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით