„ღვინის ეროვნული სააგენტო“ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების იანვარ-თებერვლის ექსპორტის მონაცემებს აქვეყნებს

2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან, მსოფლიოს 47 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 47,6 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ექსპორტირებული ღვინის მოცულობა შეადგენს 16,7 მლნ ლიტრს, რაც 43%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე.
„ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია ქართული ღვინის სტრატეგიულ პოლონეთის ბაზარზე – 27% (855,1 ათასი ლიტრი), სადაც რეგიონში არსებული კრიზის გამო, ბოლო 2-წლიანი პერიოდის კლების შემდეგ, წელს უკვე ექსპორტის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.
ბოლო წლების სტაბილური ზრდის ტემპები შენარჩუნებულია უმნიშვნელოვანეს საექსპორტო ბაზარზე გერმანიაშიც – 4% (153,3 ათასი ლიტრი);
საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა სტრატეგიულ ბაზრებზე: – 41% (50,6 ათასი ლიტრი) და იაპონია – 549% (27,7 ათასი ლიტრი), ასევე ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა – 27% (792,7 ათასი ლიტრი), კანადა – 472% (50,6 ათასი ლიტრი), – 37% (54,6 ათასი ლიტრი) და სხვა.
2024 წლის იანვარ-თებერვალში, მსოფლიოს 31 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 6,3 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები ღირებულებით 35,2 მლნ აშშ დოლარი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივი ზრდა 48%-ს, ხოლო შემოსავლების 46%-ს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ