გუდაურში, საქართველოს ისტორიაში პირველად, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება

6-7 აპრილს გუდაურში საქართველოს ისტორიაში პირველად, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშისა და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, პირველად ვამცნო საზოგადოებას მნიშვნელოვანი სიახლე. 6-7 აპრილს გუდაურში საქართველოს ისტორიაში პირველად, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. მადლობა გუნდს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილო პოდოლიაკი – ჰუმანიტარული მოტივებიდან გამომდინარე, გვინდა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში ან შესაძლოა, გაიგზავნოს ნეიტრალურ ქვეყანაში, სადაც გაივლის ხანგრძლივ მკურნალობას – მისი გათავისუფლების ნაბიჯი ხელს შეუწყობს ურთიერთობების დათბობას არა მხოლოდ უკრაინასთან, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებთან