ელგუჯა ბაგრატიონი – „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გეგმა, რომ პირველ ადგილზე გავიდეს და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან გაუშვას

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ პარტიასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გეგმა, რომ პირველ ადგილზე გავიდეს და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან გაუშვას. პროდასავლური პარტიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნებიან, რა თქმა უნდა ყველასთან ერთად მოვალთ კოალიციური მთავრობით ხელისუფლებაში და მეორე დღიდან ჩვენ მოსახლეობაზე ზრუნვას დავიწყებთ. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გავაკეთეთ „გამარჯვების კოალიცია“ და ამ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილთან ერთად მთავარი ოპოზიციური ძალა გამარჯვებას მიაღწევს“, – აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი: ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს! ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა

გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის