მამუკა მდინარაძე: გარანტიას გაძლევთ, სიცოცხლით ვაგებ პასუხს, ცხოვრების განმავლობაში, უკანონო შემოსავალს ერთ თეთრს ვერ მიპოვით

„ნაცების“ სქემა ნათელია – მანიპულაციით უნდოდათ ს თავმჯდომარის დაბულინგება, მისი გადაყენება და ისევ ხაზარაძის პარტიის წევრს უნდა ჩაეტარებინა , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ქონებასთან დაკავშირებით “ტვ პირველის” მიერ მომზადებულ სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ სიუჟეტში გასული მასალა უხეში მანიპულაცია და უხეში “ფეიკია”.
“ბულინგით კალანდარიშვილის გადაყენებას შეცდებოდნენ. ისინი ცდილობდნენ, რომ მათ პარტიულ წევრს ჩაეტარებინა არჩევნები. “ნაცების” სქემა ნათელია. “ნაცების” დანამატმა ხაზარაძემ ეს მოინდომა, ჩაუვარდა და ახლა იქნებ შემოატრიალოს ამბავი – პრეზიდენტმა დაადო ვეტო. ეს არის მთელი ისტორია, ყველაფერი ნათელია.
გარანტიას გაძლევთ, სიცოცხლით ვაგებ პასუხს, ცხოვრების განმავლობაში, უკანონო შემოსავალს ერთ თეთრს ვერ მიპოვით. ასევე, ვარ დარწმუნებული ჩემი თავიდან გამომდინარე, ბევრ ადამიანზე. მართლა რაღაცნაირი სიუჟეტი იყო. დღეს გამოქვეყნდა წერილი და ფარდა აეხადა ყველაფერს,” – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახეზეა მისი იმიჯის შელახვის მცდელობა ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დამახინჯებული ფაქტების გავრცელებით. კალანდარიშვილი აპირებს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართოს.

ასევე დაგაინტერესებთ