– მთავრობის სხდომა საჭიროებისამებრ ინიშნება – გუშინ არ იყო საკითხების ის მოცულობა, რომელიც მთავრობის სხდომის ჩატარებას ითხოვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რატომ არ ჩატარდა გუშინ მთავრობის სხდომა.
„მთავრობის სხდომა საჭიროებისამებრ ინიშნება. არ იყო საკითხების ის მოცულობა, რომელიც მთავრობის სხდომის ჩატარებას ითხოვდა“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის მინისტრობა ჯერჯერობით არავისთვის შეუთავაზებია.
მისი თქმით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეხება, რის თაობაზეც განცხადებას კვირის ბოლომდე გააკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი: ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს! ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა

გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის