გიორგი ბოტკოველი – კანონში ჩაიხედოს პრეზიდენტმა, გათავისუფლებაზე მისი გადაწყვეტილება მიმდინარე საქმეებსაც ითვალისწინებს

პრეზიდენტს არავინ არავის შეწყალებას არ სთხოვს, ჩვენ ვითხოვთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მის ფრაზებს რეალურს გახდის – კანონში ჩაიხედოს, მისი გადაწყვეტილება მიმდინარე საქმეებსაც ითვალისწინებს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებით უნდა ისარგებლოს და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს.
„არავინ არავის შეწყალებას არ სთხოვს. ჩვენ ვითხოვთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მის ყველა ფრაზებს რეალურს გახდის, რასაც ვისმენთ, რომ ქვეყანაში არის პოლარიზებულო გარემო, ქვეყანაში სასამართლო სისტემა არ არსებობს. ჩვენ ხომ მოგვისმენია პრეზიდენტისგან ეს განცხადებები, ამიტომ მანდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თავისი კონსტიტუციური უფლების შესაბამისად და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რათა ყველას მიეცეს თანაბარ გარემოში ასპარეზობის საშუალება,“ – აღნიშნა ბოტკოველმა.
კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია სააკაშვილის გათავისუფლება მიმდინარე საქმეების ფონზე, ბოტკოველი პასუხობს: “ძალიან კარგად იცის, კანონში ჩაიხედოს, მათ შორის, მისი გადაწყვეტილება ითვალისწინებს მიმდინარე საქმეებსაც. აქაც შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებით ყველაფერი ეს საქმე დაასრულოს“.
მან, ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ს განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი საქმე არაა.
„სად მიდიოდნენ თუ ისევ გაერთიანებაზე საუბრობდნენ? საინტერესოა. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს – ამ ადამიანებს დიდი ხანია პარტია დატოვებული აქვთ. ახლა ისინი შექმნიან პარტიას თუ არა, რომელიმე პარტიის გარშემო გაერთიანდებიან თუ არა, ეს ჩემი საქმე არ არის, მათი საქმეა. ხალხსაც არ აინტერესებს. 4 ნომერი იქნებოდა თუ 24, რა მნიშვნელობა აქვს? ადამიანებმა დატოვეს პარტია და ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ან რომელიმე პარტიას უერთდებიან, ან ახალ პარტიას ქმნიან,“ – განაცხადა ბოტკოველმა.
ცნობისთვის, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო: ნომერი 4”.

ასევე დაგაინტერესებთ