როგორი იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რუსეთის მოქალაქეების რესტორანი?

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გაგარინის ქუჩაზე ს მოქალაქეები რესტორანს აშენებენ. 2078 მ2 მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა კომპანია „ტერი 2“-მა გასული წლის დეკემბერში მიიღო და ერთსართულიანი შენობის კორექტირებული პროექტიც შეათანხმა.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე განთავსდება ერთსართულიანი კაფე-ბარი სარდაფით, სადაც სადეგუსტაციო და საზოგადოებრივი კვების ფართები იქნება.
„საპროექტო საზ. კვების ობიექტი, დაპროექტებულია ქ. თბილისში, გაგარინის ქუჩა #10 ში, შპს “ტერა2”-ის კუთვნილ 2078 მ2 მიწის ნაკვეთზე. ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება ყოფილი ავტოსამრეცხაოს ტერიტორია, სამხრეთით სამეზობლო ნაკვეთი, აღმოსავლეთით მტკვრის მარჯვენა სანაპირო ხოლო დასავლეთით დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთია.
პროექტით გათვალისწინებულია ერთსართულიანი შენობა სარდაფით. სარდაფის დონეზე დაპროექტებულია სანკვანძები, გარდერობი, სადეგუსტაციო და საზ.კვების ფართები, ასევე სამი კიბის უჯრედი და ლიფტი. მათ შორის ერთი კიბე მოემსახურება სარდაფში მოწყობილ სამეურნეო და სასაწყობო დანიშნულების სათავსებს.
პირველი სართული ორ ნაწილად არის გაყოფილი, ერთი ნაწილში კაფე-რესტორანი არის დაგეგმარებული, ხოლო მეორე ნაწილი დანარჩენი სივრცეებისგან ცალკე გამოყოფილი ვესტიბიულია, აქ დაპროექტებული კიბით სარდაფის სართულზე ჩავდივართ. რესტორნის ძირითადი სივრცე 5.65 მ სიმაღლეა ხოლო 1-2 ღერძებში სიმაღლე მცირდება და დაპროექტებულია ანტრესოლის სართული.
შენობის ფასადები მარტივი სადა ელემენტებით არის გადაწყვეტილი, მოპირეკეთებაში გამოყენებულია თეთრი ფერის კომპოზიტური ვენტილირებადი ფასადი, რომელიც ვერტიკალურ რიტმს ქმნის და არსებულ გარემოსა და გამწვანებაში იკარგება“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ტერა 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთი მოქალაქე ილო ხობელიაა, ხოლო დირექტორი ასევე რუსეთის მოქალაქე შოთა ზაზაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია