რუსი კომუნისტები ითხოვენ სტალინის სიკვდილთან „დასავლეთის შესაძლო კავშირის” გამოძიებას

საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის გარდაცვალების დღეს, 5 მარტს, რუსმა კომუნისტებმა უშიშროების ფედერალურ სამსახურს და გენერალურ პროკურატურას მიმართეს. ამის შესახებ ს სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა პარტია „რუსეთის კომუნისტების“ თავმჯდომარემ, სერგეი მალინკოვიჩმა.
მალინკოვიჩის თქმით, კომუნისტები ითხოვენ „იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სიკვდილთან დასავლეთის სპეცსამსახურების შესაძლო კავშირის შემოწმებას, რადგან სტალინის თანამედროვეთა ბევრი მტკიცებულება მიუთითებს დასავლეთის გავლენის აგენტების მიერ საბჭოთა ხალხის ბელადის შესაძლო მოწამვლაზე“.
სტალინის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად რუსი კომუნისტები დღეს კვლავ შეიკრიბებიან მოსკოვში, კრემლის კედელთან მდებარე სტალინის ბიუსტთან.
საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი, რომელიც საბჭოთა კავშირს 1946 წლიდან მართავდა, 1953 წლის 5 მარტს, მოსკოვის ოლქში, თავის რეზიდენციაში გარდაიცვალა.
სამედიცინო დასკვნის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი იყო თავის ტვინში სისხლჩაქცევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – „ფეისბუქზე“ გამოთქმული მოსაზრების გამო გიჩივიან, ეს ავტოკრატიის დაკანონებაა – სასწორის პინაზე დგას ქვეყანა იქნება თავისუფალი თუ დამონებული ისე, როგორც აზიურ დიქტატურებში არის ხალხი და “ფეისბუკს” უკონტროლებენ