უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპს შეუნარჩუნდა პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კოლორადოს შტატის გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტ ს არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვის შესახებ. ინფორმაციას CNN ავრცელებს და გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს.
ტრამპს კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა გასული წლის დეკემბერში აუკრძალა. მიზეზად, კონსტიტუციის მე-14 შესწორების დარღვევა დასახელდა, რაც -ს წინააღმდეგ აჯანყებას გულისხმობს. ამ მუხლის დამრღვევ პირს სახელმწიფო თანამდებობის დაკავება ეკრძალება. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ეს გადაწყვეტილება 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების – კაპიტოლიუმში შეჭრის – გამო მიიღეს.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცალკეულ შტატებს არ აქვთ უფლება პრეზიდენტის პრაიმერიზში მონაწილეობა ამ მიზეზით აუკრძალონ. CNN-ის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლო არ საუბრობს იმაზე, ნამდვილად დაარღვია თუ არა ტრამპმა კაპიტოლიუმის მოვლენების დროს კონსტიტუცია. თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ საფუძვლით შტატები მას პრაიმერიზში მონაწილეობას ვერ აუკრძალავენ.
კოლორადოს შტატის შემდეგ, იგივე მიზეზით, ტრამპს პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალეს ილინიოსსა და მეინშიც. თუმცა, უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გავრცელდება ამ შტატების პრაქტიკაზეც.

ასევე დაგაინტერესებთ