გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი რუსეთს გმობს წინასაარჩევნო რეპრესიებისთვის

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა რუსეთი მწვავედ გააკრიტიკა “დაუმორჩილებელი ხმების” ჩახშობისთვის, მიმდინარე თვეში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ და დასძინა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილი კიდევ უფრო მეტად აღრმავებს შეშფოთებას ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში.
4 მარტს, ჟენევაში, ადამიანის უფლებების საბჭოზე გამოსვლისას ტურკმა ილაპარაკა ოპიზიციონერი კანდიდატების არარსებობაზე 15-17 მარტის არჩევნებში, ადმინისტრაციული ფაქტორების გამო და თქვა, რომ ეს იწვევს “სერიოზულ შეშფოთებას” არჩევნების თაობაზე. გავრცელებული მოლოდინით, არჩევნებში იოლად გაიმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.
“ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა რეპრესიები დაუმორჩილებელი ხმების მიმართ, მიმდინარე თვის საპრეზიდენტო არჩევნების წინ” – თქვა ტურკმა და დასძინა – “რამდენიმე კანდიდატს კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა, თითქოს ადმინისტრაციული დარღვევების გამო. ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილი აძლიერებს ჩემს სერიოზულ შეშფოთებას ამ დევნის გარშემო”.
რუსეთის არჩევნებს მკაცრად აკონტროლებს კრემლი, ისინი არც თავისუფლად მიიჩნევა, არც სამართლიანად – ხელისუფლება მათ საჭიროდ თვლის საკუთარი ლეგიტიმურობის განცდის გაძლიერებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია