ჩხოროწყუს მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ედემ კვარაცხელია დააკავეს – ინფორმაციას ტაბულას შსს-ში უდასტურებენ.
“ყველაფერს სასამართლო დაამტკიცებს, ამის მეტი მე არაფრის თქმა არ შემიძლია. ჩვენ მეგობრები ვართ, თანაგუნდელები ვართ, ერთი სამი დღის უკან ვნახე…რაღაცები მოხდა და [გათავისუფლება] გავასაჩივრე. ყველა მიზეზის გარეშე უნდა დავბრუნდე მე ჩემს სამსახურში. მე ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი და გავაკეთებ გემრიელად ყველაფერს. ის გაურკვევლობაც დალაგდება, ყველა მიხვდება თავის დანაშაულს” – თქვა რამდენიმე დღის წინ ედემ კვარაცხელიამ მთავარ არხთან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება უკავშირდებოდა კვარაცხელიას თანამდებობიდან გათავისუფლებას.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება მიმდინარეობსსსკ-ს 3531-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე ვადით.