ორგანიზაცია სასამართლო გუშაგი ევროკავშირის მიერ სასამართლო სისტემაში გასატარებელ რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა დაასრულოს და განახორციელოს ყოვლისმომცველი, ეფექტიანი სასამართლო რეფორმა, სრულად გაითვალისწინოს კომისიის რეკომენდაციები, უზრუნველყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი.
ორგანიზაცია აქვეყნებს საჭირო ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის. ამასთან, სასამართლოს გუშაგი აქვეყნებს მოსამართლეთა სავარაუდო სიას, რომლებიც უნდა დაექვემდებარნენ შემოწმებას კეთილსინდისიერების კუთხით.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ევროკავშირის პირობების თანახმად, აღნიშნული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, რომელზეც ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის ოქტომბრის დასკვნაშიც იყო საუბარი, საჭიროა კეთილსინდისიერების შემოწმება უფრო საფუძვლიანად და სისტემატურად, რეგიონში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ევროკომისიასა და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე.
“მე-6 პირობაში ვკითხულობთ, რომ საჭიროა, გატარდეს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემაში, კერძოდ – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად:
კერძოდ, შეიქმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც ამ პროცესში ექნებათ გადამწყვეტი როლი, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ლიდერულ თანამდებობებზე უკვე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება.
იგულისხმება ყველა წამყვან პოზიციაზე მყოფი პირის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმება.
გარდა ამისა, შეიქმნას სისტემა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული და პერიოდული შემოწმების მიზნით, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები საზედამხედველო და საკონსულტაციო მანდატით”, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
სასამართლოს გუშაგის ცნობით, ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ რამდენიმე ათეული მოსამართლე და არა ყველა მათგანი. მათივე ცნობით, ევროკავშირის მე-6 პირობიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას ექვემდებარებიან:
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები