ღაზის სექტორში ვითარება კრიტიკულად მძიმეა – ალ-შიფას საავადმყოფო “სიკვდილის ზონად” გამოცხადდა

უკვე 44 დღეა, ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. “ცახალი” ტერორისტებს ებრძვის. “ჰამასის” ტყვეობაში ამ დრომდე 240 ადამიანი რჩება. სავარაუდოდ, ისინი მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ. თუმცა, “ჰამასი” განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მათ დაკარგეს კონტაქტი ჯგუფზე, რომელიც პასუხისმგებელია ისრაელელ ტყვეებზე.
ღაზის სექტორში ვითარება კრიტიკულად მძიმეა! ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად გამოცხადდა. “შეწყვიტეთ ცეცხლი ღაზის სექტორში, მიეცით ღაზის მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალება” – გაერო ისრაელს სთხოვს, მისცეს მცირე დრო, რადგან ღაზის სექტორის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი