როგორია უკრაინაში არსებული ვითარება ომის დაწყებიდან 21 თვის შემდეგ

უკრაინაში ომი გრძელდება – ბოლო 24 საათში, უკრაინელებმა ს მიერ გაშვებული 20 დრონიდან 15 ჩამოაგდეს. მტერმა, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის, კვლავ შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ომის 634-ე დღეს, ოკუპანტების ათამდე საცეცხლე პოზიცია გაანადგურეს.
აფეთქებებია ხერსონსა და სუმის ოლქში, სადაც საჰაერო თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ. ამის პარალელურად, გრძელდება უკრაინის კონტრშეტევა. გენშტაბის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე უკრაინის ჯარისკაცებმა პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინელები მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე 10 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ. ხერსონის ოლქში უკრაინელებისთვის ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა, ვინაიდან დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან, მარცხენა ნაწილში გადასვლას ისინი ვერ ახერხებდნენ.
ხერსონის ოლქი რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავეს. კონტრშეტევის შემდეგ, შემოდგომაზე უკრაინის არმიამ კონტროლი დაიბრუნა ხერსონის ოლქის იმ ნაწილზე, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. მათ შორის, ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ხერსონზე. ერთი წლის წინ, ხერსონის ოლქის ნაწილზე კონტროლის დაბრუნება რუსეთთან ომში უკრაინის არმიის ჯერ-ჯერობით ბოლო და ყველაზე არსებით წარმატებად რჩება.
ფრონტის ხაზზე წარმატებისთვის კვლავ დამატებით შეიარაღებას ითხოვს. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდა 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს, რომელსაც კავშირი აქვს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებით გაყვანასთან. სანქციების დაწესების განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ