ისრაელი შეცვლის „ევროვიზიისთვის” შერჩეული სიმღერის ტექსტს

ისრაელი თანახმაა შეცვალოს მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზიისთვის” შერჩეული სიმღერის ტექსტი. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა(EBU), რომელიც ამ ყოველწლიურ კონკურსს ატარებს, თებერვალში მიიჩნია, რომ სიმღერა პოლიტიკური შინაარსისაა, რაც ევროვიზიის წესებით აკრძალულია.
3 მარტს, ს საზოგადოებრვმა მაუწყებელმა KAN-მა გამოაცხადა, რომ სიმღერის October Rain(ოქტომბრის წვიმა) სათაური და ტექსტი შეიცვლება და უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება ახალი ვარიანტი.
October Rain-ში იყო ფრაზები: „ჯერ ისევ სველი ვარ ოქტომბრის წვიმით“, „თითოეული მათგანი კარგი ბავშვი იყო“, „ყველაფერი შავ-თეთრი გახდა“, „ვინ თქვა, რომ ბიჭები არ ტირიან“ და ა.შ. ეს ყველაფერი მიანიშნებდა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის თავდასხმაზე.
თავდაპირველად ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ სიმღერის ტექსტს არ შეცვლიდა, თუმცა, 3 მარტს განმარტა, რომ გადაწყვეტილებას გადახედა და გაიზიარა ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგის პოზიცია, რომ იმ ფონზე, როცა ზოგიერთებს ისრაელი სძულთ და მის ბოიკოტირებას ცდილობენ, სახელმწიფომ თავისი დროშა ყველა გლობალურ ფორუმზე უნდა აღმართოს.
ისრაელის გადაწყვეტილებით, მისი წარმომადგენელი, 20 წლის ედენ გოლანი „ევროვიზიაზე” შეასრულებს სიმღერას ახალი სახელწოდებით Hurricane. ის ეხება ახალგაზრდა ქალს, რომელსაც პირადი კრიზისი ჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ