რუსეთში ახალი აკრძალვების შემოღების გამო შეიძლება “ვიკიპედია” დაიბლოკოს

“ვიკიპედია” შეიძლება დაიბლოკოს რუსეთში ახალი კანონით „ბლოკირების შემოვლითი გზების რეკლამირების ან პოპულარიზაციის შესახებ“, რომელიც კრძალავს VPN-ების პოპულარიზაციას. ამის შესახებ ს სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანტონ გორელკინმა ტელეგრამის არხით გაავრცელა ცნობა.
მისი თქმით, ინტერნეტ ენციკლოპედიის სტატიას VPN-ის სამსახურების შესახებ აქვს ყველა ის ნიშანი, რაც ბლოკირების საშუალებას აძლევს კომუნიკაციების სამეთვალყურეო უწყებას, „როსკომნადზორს“ .
ამასთან, გორელკინმა აღნიშნა, რომ რესურსის დაბლოკვის სხვა მიზეზებიც არსებობს. “მარეგულირებელს ჯერ კიდევ აქვს მთელი რიგი პრეტენზიები, რომელთაგან ბევრი უკვე გადაწყვეტილია სასამართლოს მიერ. არსებობს “ვიკიპედიის” დაბლოკვის სამართლებრივი საფუძველი; რჩება მხოლოდ იმის უზრუნველყოფა, რომ ამან არ გამოიწვიოს მომხმარებლების სერიოზული დისკომფორტი “, – წერს დეპუტატი.
1 მარტს რუსეთში ძალაში შევიდა აკრძალვა „ბლოკირების შემოვლითი გზების რეკლამირების ან პოპულარიზაციის შესახებ“. „როსკომნადზორს“ შეუძლია დაბლოკოს არა მხოლოდ VPN-ების დაყენების ინსტრუქციების სამსახურები, არამედ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებისკენ მოწოდებაც. რუსეთში შემოვლითი მეთოდების გამოყენების პირდაპირი აკრძალვა არ არსებობს. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც არ არის გათვალისწინებული, აღნიშნავს „ნოვაია გაზეტა.“ ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთში მილიონზე მეტი ვებგვერდი დაიბლოკა, მათ შორის სოციალური ქსელები Facebook-ი, Instagram-ი და Twitter-ი, ასევე არასახელმწიფო მედიის ვებსაიტები, მათ შორის რადიო თავისუფლებისა.
დაბლოკვის გვერდის ავლის მიზნით, რუსები იყენებენ VPN-ის ანონიმიზატორებს. მათზე მოთხოვნა ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. ამ დროისთვის, VPN -ს მოხმარებით ის მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

“სფერო ჰოლდინგის” დირექტორი მოსამართლეს – ახალ წლამდე მომეცით ვადა პრობლემების მოგვარება მოვახერხო, თუ ვერ მოვახერხებ, დამაკავეთ, მაქვს კლაუსტროფობია, უცხოეთშიც ვერ მივდივარ – ჩვენი დაკავებით დაზარალებულთა რაოდენობა გაიზრდება