ხდება რეალობის ფალსიფიკაცია და ყველაფერი ინიღბება დემოკრატიისა და სამართლიანობის ბრძოლის ნიღბით – სოზარ სუბარი

პარტიას და „ენჯეოს“ ჰყავს ერთი და იგივე დამფუძნებელი და „ენჯეო“ არის ამ დროს საფარი მხოლოდ იმისთვის, რომ ლეგალურად მიიღონ ფული, რომელიც მერე ხმარდება პარტიულ საქმიანობას, რომლის მიზანია სახელმწიფოში გადატრიალების მოწყობა და აგენტოკრატიის დამყარება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადავიდა, წევრების ნაწილი დარჩა პარტიაში და ნაწილი „ენჯეო“ სექტორში გადავიდა და იქ გაგრძელდა მათი დაფინანსება.
„პარტიას და „ენჯეოს“ ჰყავს ერთი და იგივე დამფუძნებელი და „ენჯეო“ არის ამ დროს საფარი მხოლოდ იმისთვის, რომ ლეგალურად მიიღონ ფული, რომელიც მერე ხმარდება პარტიულ საქმიანობას. ეს არის ორი პარალელური პროცესი, რომელიც ერთი და იგივე კალაპოტშია პრაქტიკულად და ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება. მიზანი არის სახელმწიფოში გადატრიალების მოწყობა და აგენტოკრატიის დამყარება. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც იყო ხელისუფლებაში და იყო ყურმოჭრილი მონა მათი დამკვეთების, არჩევნებში წაგების შემდეგ გადავიდა ოპოზიციაში და აქ უკვე ორ ნაწილად გაიყო.
ნაწილი დარჩა პარტიად, ნაწილი გადავიდა „ენჯეო“ სექტორში და იქ გრძელდება მათი დაფინანსება. რაღაცნაირად ისინი ერთმანეთს ავსებენ და აძლიერებენ. ხდება რეალობის ფალსიფიკაცია და ყველაფერი ინიღბება დემოკრატიისა და სამართლიანობის ბრძოლის ნიღბით. როდესაც ქუჩაში გამოდიან ადამიანები, რომლებიც წაქეზებულნი არიან „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, თავს ესხმიან პოლიციელებს, ამტვრევენ პოლიციის მანქანებს, სჩადიან სხვადასხვა დანაშაულს, იქმნება ფონდი, „ევროპის დემოკრატიის ფონდისგან“ და ის იხდის მათ ნაცვლად ჯარიმებს, რომელსაც სასამართლო უწერს მათ. ამ შემთხვევაში თვითონ სამართლის ცნება კარგავს აზრს, ჯარიმის აზრი იკარგება. თუ იცი, რომ ჯარიმას გადაიხდის ვინმე დასავლური ფონდი, მაშინ რა აზრი აქვს ამ ჯარიმის დაწესებას?!“, – აღნიშნა სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში