იემენელი ჰუსიტები იმუქრებიან, რომ ბრიტანული გემების ჩაძირვას გააგრძელებენ

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების დაჯგუფებამ კვირას პირობა, რომ ადენის ყურეში ბრიტანული ხომალდების მიზანში ამოღებას გააგრძელებს. – ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს. ჰუსიტების განცხადება მას შემდეგ ვრცელდება, რაც გუშინ, 2 მარტს, ბრიტანული სატვირთო გემი Rubymar-ი, რომელიც ჰუსიტებმა 18 თებერვალს დაბომბეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა.
“იემენი დამატებით ბრიტანული გემების ჩაძირვას გააგრძელებს”. – წერს ჰუსიტების მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ალ-ეზი X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდზე Rubymar იემენელმა ჰუსიტებმა იერიში 18 თებერვალს ბალისტიკური რაკეტით ბაბ ელ-მანდების სრუტეში მიიტანეს. თავდასხმის შემდეგ 12 დღის განმავლობაში გემი მიტოვებული იყო, თუმცა მისი უსაფრთხო პორტში გადაყვანა იგეგმებოდა.