საქართველოს ხვალინდელ დღეს აზარალებენ – გია ცაგარეიშვილი არასამთავრობოებზე

საქართველოს ხვალინდელ დღეს აზარალებენ – გია ცაგარეიშვილი არასამთავრობოებზე
ბოლომდე არიან გადაშვებულები პოლიტიკაში. საქართველოს ხვალინდელ დღეს აზარალებენ, როცა ფეიკ კამპანიას აწარმოებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ „იმედის კვირაში“ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ბოლომდე [არასამთავრობოები] არიან გადაშვებულები პოლიტიკაში. ისინი არიან პოლიტიკოსები. საქართველოს ხვალინდელ დღეს აზარალებენ, როცა ფეიკ კამპანიას აწარმოებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, როდესაც აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციები გააქვთ. წარმოგიდგენიათ ეს რა ტოქსიკური საზოგადოების თავყრილობა შეიძლება იყოს?! ერთმანეთს ხომ დაწამლავენ და ქვეყანასაც მოწამლავენ საუბედუროდ, გამოუსწორებლად“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი