ისრაელის სამხედროებმა დაასრულეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კოლონასთან ათეულობით მოქალაქის სიკვდილის მიზეზის წინასწარი კვლევა

გასულ კვირაში ჰუმანიტარული დახმარების კოლონასთან პალესტინელი მშვიდობიანი ათეულობით მოქალაქის სიკვდილის მიზეზი წინასწარი კვლევის შედეგით, ჭყლეტაა.
მათი უმეტესობა ჭყლეტაში დაიღუპა, განაცხადა ს არმიის წარმომადგენელმა 3 მარტს.
არმიის პრესმდივნის, კონტრ-ადმირალ დანიელ ჰაგარის თანახმად, დაწყებულია ინციდენტის უფრო გულმოდგინე გამოძიება, რომელსაც აწარმოებს „დამოუკიდებელ და პროფესიონალ ექსპერტთა ორგანო“.
მისი თქმით, დასკვნა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
ისრაელზე ზეწოლა გაძლიერდა 29 თებერვალს ღაზის სექტორში ათეულობით პალესტინელის დაღუპვის გამო, როცა ადამიანების ჯგუფი გარს შემოერტყა ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების კოლონას და ისრაელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს.
არაერთმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა გაეროს მოწოდებებს, გამოძიების დაწყვებისკენ.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებამ, რომელსაც -ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ჰამასი მართავს, განაცხადა, რომ ისრაელის ჯარმა მოკლა 100 მეტი ადამიანი, რომლებიც ქალაქ ღაზის მახლობლად ჰუმანიტარული დახმარების ავტომანქანების კოლონასთან მისვლას ცდილობდნენ.
ჰაგარიმ თქვა, რომ „ისრაელის არმიამ დაასრულა პირველადი განხილვა სამწუხარო ინციდენტისა, რომლის შედეგად ღაზის მშვიდობიანი მოქალაქეები ჭყლეტაში დაიღუპნენ“.
„პალესტინელთა უმეტესობა ჭყლეტის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ“ – თქვა ჰაგარიმ. „ჭყლეტის შეწყვეტის მიზნით გამაფრთხილებელი სროლის შემდეგ, როცა ჩვენმა ჯარისკაცებმა უკან დახევა დაიწყეს, რამდენიმე მაროდიორი მიუახლოვდა ჩვენ ძალებს და მათ უშუალო საფრთხე შეუქმნა. წინასწარი განხილვით, ჯარისკაცებმა უპასუხეს ზოგიერთი პირის მისამართით“ განაცხადა მან.
ჰაგარის არ დაუზუსტებია, ვინ აწარმოებს შემდგომ გამოძიებას.

ასევე დაგაინტერესებთ