ღაზის ჯანდაცვა: ღაზის საავადმყოფოში არასაკმარისი კვების და დეჰიდრატაციის გამო 15 ბავშვი დაიღუპა. ისრაელმა გააძლიერა ოპერაცია ხან იუნისში

Reuters-ის სააგენტო ინფორმაციით, რომელიც ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებას ეყრდნობა, ღაზის ქამალ-ადვანის საავადმყოფოში არასაკმარისი კვების და დეჰიდრატაციის შედეგად ბოლო რამდენიმე დღეში დაიღუპა სულ მცირე, 15 ბავშვი.
„ვშიშობთ კიდევ ექვსი ბავშვის გამო, რომლებიც არასაკმარისი კვების და ფაღარათის გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს მას მერე, რაც ელექროგენერატორიდან დენის და ჟანგბადის მოწოდება შეწყდა და სამედიცინო შესაძლებლობები დაბალია,“ – განაცხადა აშრაფ ალ-კიდრამ, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ 7 ოქტომბერს ს არმის მიერ ღაზის სექტორში წამოწყებული ოპერაციის შედეგად დღემდე დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 30 410-ია, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 71 ათასს გადასცდა.
ისრაელის არმია იტყობინება 3 მარტს, რომ გააძლიერა ოპერაცია ქალაქ ხან იუნისში, ღაზის სექტორის სამხრეთში, სადაც -ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი ჰამასის ათეულობით სამიზნე გაანადგურა მოულოდნელი ავია და საარტილერიო დარტყმების შედეგად.
არმიის განცხადებით, „დარტყმების დროს ჯარმა გაანადგურა ტერორისტული ინფრასტრუქტურა და მოსპო ჰამასის მეომრები, რომლებიც სამოქალაქო ობიექტებიდან მოქმედებდნენ დასახლებულ არეალში“.
ადგილობრივი მცხოვრებლების თანახმად, ისინი გაკვირვებული იყვნენ ისრაელის ტანკების სწრაფი გადაადგილებით, რასაც მოჰყვა ბრძოლა პალესტინელ მეომრებთან. ერთ-ერთ კომპლექსში მცხოვრებმა ოჯახებმა სოციალური ქსელით გაავრცელეს ცნობა, რომ არ შეუძლიათ სახლის დატოვება, რადგან ქუჩაში ტანკები არიან. Reuters-ის ცნობაში ნათქვამია, რომ პალესტინელთა დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის თანახმად, მან ორ ტანკს შეუტია და ააფეთქა შენობა, სადაც ჯარისკაცები შევიდნენ.
ხან იუნისი ბოლო დღეებში გახდა ისრაელის სამხედრო იერიშის ცენტრი.
· ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის სამხრეთზე იერიში მიიტანა.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი პირი, ისრაელის არმიის ცნობით, ჰამასს 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
· ღაზის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით ისრაელის არმიის საომარი ქმედების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30 410-ია, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 71 ათასს გადასცდა.
· დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
· ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში.
· თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ ჰამასი, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
· ჰამასი ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი.
· ასევე ნახეთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების ფონზე ისრაელი აგრძელებს ქალაქ რაფაჰის დაბომბვას ასევე ნახეთ აშშ-მა ვეტო დაადო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების შესახებ გაეროს რეზოლუციის პროექტს

ასევე დაგაინტერესებთ