აფხაზეთიდან დევნილ ქალებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით ს ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილ ქალებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
„ღონისძიების ფარგლებში 100-მდე აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ ქალბატონს სისხლის მიმოქცევის დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკისთვის საჭირო მომსახურებები გაეწია.
სამინისტრო მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა