პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობები

სწორედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობები, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მიუღებელია მათი დემაგოგია იმ საკითხებზე, რაზეც თავის დროზე თვითონ შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილებები, შეეცვალათ და უკეთესი პირობები შეექმნათ, მაგრამ მარტივია კრიტიკა და რთულია საქმის კეთება – ამის შესახებ რუსთავის მერმა მ „ქრონიკაში“ განაცხადა.
როგორც მ აღნიშნა, ამ ადამიანებს საქმის საკეთებლად ჰქონდათ თანამდებობაც და დროც, რაც ვერ გამოიყენეს.
მაგალითად ნინო ლაცაბიძემ რუსთავი-თბილისის ავტობანის გარკვეული მონაკვეთის დაკონსერვება მოიყვანა.
„მათი ლიდერის დროს განაცხადეს ბრიფინგზე, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანის გარკვეული მონაკვეთი დაკონსერვდა. წარმოიდგინეთ, ათასობით ადამიანი ყოველ დღე თბილისთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული, სამუშაოდ, განათლების მისაღებად, ჯანდაცვის სერვისებისთვის ჩამოდის და ამ ადამიანებს და მთელ რუსთავს გამოგვიცხადეს, რომ დაკონსერვდა რუსთავი-თბილისის ავტობანის გარკვეული მონაკვეთი, რაც დღემდე პრობლემაა. სწორედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა იმედი და ქალაქის განვითარების ახალი შესაძლებლობები, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მიუღებელია მათი დემაგოგია იმ საკითხებზე, რაზეც თავის დროზე თვითონ შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილებები, შეეცვალათ და უკეთესი პირობები შეექმნათ, მაგრამ მარტივია კრიტიკა, შორიდან რაღაცის ყურება და რთულია საქმის კეთება. ამ ადამიანებს საქმის საკეთებლად ჰქონდათ თანამდებობაც და ჰქონდათ დრო, ვერ გამოიყენეს, ახლა გადაინაცვლეს ოპოზიციაში და ოპოზიციიდან ძალიან გალაღებულად არიან კრიტიკაში, ოღონდ სამწუხაროდ ესეც არ გამოსდით ბოლომდე“, – განაცხადა რუსთავის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება, რომელიც დაადგენს ჭეშმარიტებას ყველაფრის შესახებ, მათ შორის რამდენად მართლზომიერად მოქმედებდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები იმ დროს

რეალური პატრიოტიზმი და ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა, ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი

პუტინი არ არის იზოლაციაში და ჩვენზე ეს დამოკიდებული არაა, საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში – მორიგი ორ დღიანი უაზრო ისტერიკა

არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ – მინიმუმ სირცხვილია როდესაც ამის შემდეგ გამარგინალებული აგენტები “ოცნებას” პრორუს პარტიას უწოდებენ