დონალდ ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ შეკრებაზე, ე.წ. კოკუსში გაიმარჯვა

დონალდ ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ შეკრებაზე, ე.წ. კოკუსში გაიმარჯვა.
„როიტერის“ ცნობით, -ის ყოფილმა პრეზიდენტმა რესპუბლიკელთა უმრავლესობის მხარდაჭერა იოლად მოიპოვა მიჩიგანში, აიდაჰოსა და მისურიში.
სამივე შტატში ტრამპმა დაამარცხა ერთადერთი კონკურენტი ნიკი ჰეილი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისკენ. მიჩიგანში ტრამპმა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ხმების 98% მიიღო, მას 1 575 ხმა ჰქონდა, ხოლო ნიკი ჰეილს – 36.
„როიტერის“ ცნობით, 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში გადამწყვეტი შემდეგი კვირა იქნება, როდესაც 5 მარტს, აშშ-ში ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რა დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატს ერთდროულად 15 შტატში აირჩევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა

აშშ-სა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, “უცხოელი აგენტების კანონის” არ შესრულებაში, მათ შორის, ჯარიმების გადახდაში – მაკკეინის ინსტიტუტი