ცხრამდე გაიზარდა ოდესაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

2 მარტს ოდესაში, საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეჰ კიპერი აცხადებს, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.
მანამდე, ნანგრევების ქვეშ მაშველებმა 3 თვის ბავშვის და მისი დედის ცხედრები იპოვეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 წლის ბავშვიც. ამის შესახებ ოლეჰ კიპერმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ განაცხადეს.
ადგილობრივები იტყობინებიან ასევე 7 დაჭრილის შესახებ. მათ შორის ორსული ქალი და პატარა ბავშვია.
უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალების ტელეგრამარხზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ს ფედერაციამ „მორიგი ტერორისტული თავდასხმისთვის“ თვითმკვლელი დრონები [Shahed-131/136] გამოიყენა.
ოფიციალური ინფორმაციით, 8 დრონი რუსეთმა ოდესის ოლქისკენ შავი ზღვის აკვატორიიდან გაგზავნა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში, უკრაინის ანტისაჰაერო სისტემამ 7 დრონი ჩამოაგდო, ხოლო ერთი 9-სართულიან სახლს დაეცა.
კვირა დღე ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ