ამერიკულმა კომპანია Apple-მა გადაწყვიტა, შეწყვიტოს მუშაობა თავისი პირველი ელექტრომობილის შემუშავებაზე და კონცენტრირება მოახდინოს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სფეროში. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
აღნიშნულია, რომ Apple-მა აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში გამოაცხადა, რამაც ელექტრო მანქანის პროექტზე მომუშავე თითქმის 2000 თანამშრომელი გააოცა, რომელიც კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ გეგმაზე მუშაობდა.
მენეჯმენტმა გამოაცხადა, რომ პროექტი გაჩერდებოდა და გუნდის წევრები, რომლებიც ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობდნენ, ხელოვნური ინტელექტის განყოფილებაში გადავიდოდნენ. ისინი ყურადღებას გაამახვილებენ ხელოვნური ინტელექტის გენერაციულ პროექტებზე, რაც კომპანიისთვის პრიორიტეტული ხდება.
Apple Car-ის გუნდში შედის რამდენიმე ასეული ინჟინერი და მანქანის დიზაინერი. დიდი ალბათობით, ისინი შეძლებენ კომპანიის სხვა დეპარტამენტებში სამუშაოდ განაცხადონ. ჯერ უცნობია რამდენ თანამშრომელს დაემშვიდობება კომპანია.
აღნიშნულია, რომ Apple-მა საკუთარი ელექტრომობილის შემუშავებაზე მუშაობა დაახლოებით 2014 წელს დაიწყო. ამავდროულად, კომპანიამ რამდენჯერმე შეცვალა ამ პროექტზე მომუშავე გუნდის ხელმძღვანელობა და სტრატეგია.