ჩვენ არამც თუ დავაკნინებთ ვინმეს უფლებების დაცვას, არამედ შევეცდებით, რომ ეს გავაუმჯობესოთ და გაცილებით უკეთესი სტანდარტიც კი შევთავაზოთ

ჩვენ არამც თუ დავაკნინებთ ვინმეს უფლებების დაცვას, არამედ შევეცდებით, რომ ეს გავაუმჯობესოთ და გაცილებით უკეთესი სტანდარტიც კი შევთავაზოთ
ჩვენ ვხედავთ ერთის მხრივ საფრთხეს და მეორე მხრივ, გვინდა, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს სამართლიანად – ერთის მხრივ, მხედველობაში მივიღოთ თვითონ მოსახლეობისგან განწყობები ამ საკითხთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, არ დავარღვიოთ ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ ღირებულებებს, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ არამც თუ დავაკნინებთ ვინმეს უფლებების დაცვას, არამედ შევეცდებით, რომ ეს გავაუმჯობესოთ და გაცილებით უკეთესი სტანდარტიც კი შევთავაზოთ. პირადად ჩემთვის ეს მართლა საყურადღებო და პრობლემური საკითხია, როდესაც არასრულწლოვანებს ეხება საქმე. ამას უწოდებენ ხოლმე ადრეულ სექსუალიზაციას, როდესაც არასრულწლოვან ბავშვებს ცრუ დილემის წინაშე აყენებენ. მაგალითად, ბავშვებს ძალიან ადრეულ ასაკში უჩენენ დილემას, თუ როგორი სექსუალური ორიენტაციის უნდა იყოს. ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის სერიოზული საკითხი და მოითხოვს ჩაღრმავებას. „სამწუხაროდ, მათ ამის დიდი რესურსი არ გააჩნიათ და იმისთვის ფრთხილობენ, რომ ხელი არ დაიწვან“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.
Next: ,,ნაცმოძრაობას” გამიჯნულებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილთან სრულ კოორდინაციაშია ,,ლელო” და ,,საქართველოსთვის”, ოპოზიციურ ველზე კოლექტიური ,,ნაციონალური მოძრაობაა” წარმოდგენილი

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ