აშშ-მა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოყრა დაიწყო

აშშ-მა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოყრა დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, 1-ელ მარტს -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოყრას მალევე დაიწყებდე, ვინაიდან “ჰუმანიტარული დახმარების ღაზაში შესვლა საკმარისთან ახლოსაც არაა.”
CNN-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, შაბათს, 2 მარტს, ჰუმანიტარული დახმარება სამი ამერიკული C-130 თვითმფრინავიდან ჩამოიყარა, ჯამში 66 შეკვრა – 22 თითო თვითმფრინავიდან.
წყაროს ინფორმაციით, შეკვრებში მხოლოდ საკვები იყო, მათი არ იყო წყალი ან სამედიცინო საშუალებები.

ასევე დაგაინტერესებთ