ძლიერ შოკირებული ვარ ღაზაში სკოლებზე თავდასხმის გამო – გუტერეში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ღაზაში, 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, ორ სკოლაზე თავდასხმების გამო, ძლიერ შოკირებულია, – ამის შესახებ BBC წერს.
“ასობით ათასი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქე ეძებს თავშესაფარს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაწესებულებებში, მთელი ღაზის მასშტაბით მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების გამო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენი შენობა ხელშეუხებელია“, – განაცხადა გუტერეშმა და მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეწყვიტონ ცეცხლი.
ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, პალესტინის ორ სკოლაში ათობით ადამიანია დაღუპული.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველაზე შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დაუძინებელმა ხუთმა “მეგობარმა” გააჟღერა, ბრიუსელში უმრავლესობამ არ მოიწონა – ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა “დიფ სთეითის” აგენტურის ავანტიურული სცენარი