ღარიბაშვილი “რესპუბლიკურის” დანგრევაზე – “ახლა შეიცვალა ეს ვითარება”, „მე სხვა პიროვნება ვარ“

„მე სხვა პიროვნება ვარ“, – უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გეგმასთან დაკავშირებული შეკითხვების საპასუხოდ.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ გვქონდა განსხვავებული შეხედულება, მეც – მათ შორის. ახლა შეიცვალა ეს ვითარება და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა“, – უთხრა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა, ბათუმში, პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრის შედეგ. მას არ დაუკონკრეტებია – რამ გამოიწვია ვითარების ცვლილება.
2023 წლის 22 იანვარს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც საავადმყოფოს შენობა უნდა დანგრეულიყო და მის ბაზაზე ახალი საავადმყოფო უნდა აშენებულიყო.
მ წინამორბედის გადაწყვეტილება მალევე შეცვალა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცების შემდეგ. გადაწყდა, რომ საავადმყოფო ძველ შენობაში დარჩება, ახლის აშენებამდე.
ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოს უკავშირდება მიზეზი, რის გამოც 1 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ეს მოხდა ირაკლი სთან მისი საუბრის შემდეგ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პრობლემები არსებობდა „მართვის კომუნიკაციის კუთხით“ და რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხიც ახსენა.
„არ შედიოდა ჩემს გეგმაში ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ დავინახე ხარვეზები“, – კობახიძემ მიანიშნა, რომ მინისტრი თანამდებობიდან თავად გაუშვა.
აზარაშვილის გაშვების მიზეზზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ “არგუმენტებს სჭირდება მოსმენა და სჭირდება გათვალისწინება”.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები შენობის დანგრევას თითქმის ერთი წლის განმავლობაში აპროტესტებდნენ. გაიმართა ათობით აქცია, საავადმყოფოს ეზოში, ჯანდაცვის სამინისტროსთან თუ პარლამენტთან. ექიმები ამბობდნენ, რომ მათ არგუმენტებს არავინ ისმენდა.
2 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბ აზარაშვილს მადლობა გადაუხადა „ძალიან ბევრი სასარგებლო საქმისთვის“.
ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ მედია „სკანდალს“ ტყუილად ეძებს, რადგან „პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა“. მას ასევე ნორმალურად მიაჩნია, რომ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც შეცვალა.
„ადმინისტრაციის უფროსი არის პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირი. ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი?!“, – უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.