ქართული კივის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა იაპონიაა

ქართული კივის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა იაპონიაა. კივის ექსპორტი კი 2023-ში 2022-თან შედარებით 2.7-ჯერაა გაზრდილი.
საქართველოს იაპონიის საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ საქართველოს ელჩმა იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავამ კომპანია Unifrutti Japan-ის მიერ იმპორტირებული ქართული კივის სტენდები მოინახულა. სტენდები ტოკიოში არსებულ Itoyokado და Seiyu-ს მაღაზიებშია განთავსებული.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში $71,5 ათასის 25 ტონა კივი გავიდა იაპონიის ბაზარზე. საქსტატის მონაცემებით იანვარში იაპონია ერთადერთი მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა იყო. მცირე რაოდენობით გავიდა სომხეთშიც.
რაც შეეხება 2022 და 2023 წლის მონაცემებს, 2022 წელს $364 000-ის 144 ტონა კივი გავიდა ექსპორტზე. 2023-ში კი კივის ექსპორტი 2.7-ჯერ გაიზარდა. $1,2 მლნ-ის 390 ტონა კივი გაიყიდა. 2023 წელს მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა იაპონია იყო.
ექსპორტიორი ქვეყნების სამეული ასე გამოიყურება:
იაპონია – $1,1 მლნ-ის კივი გავიდა ექსპორტზე (275,5 ტონა);
სომხეთი – $150 000-ის (95 ტონა);
– $20 000-ის (20 ტონა).