ცაიტნოტში მყოფი ოპოზიცია, ისევე, როგორც პრაიდთან მემორანდუმის გაფორმების შემთხვევაში, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან მიმართებაშიც ქვეყნის გარედან მითითებებს ელოდება

ცაიტნოტში მყოფი ოპოზიცია, ისევე, როგორც პრაიდთან მემორანდუმის გაფორმების შემთხვევაში, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან მიმართებაშიც ქვეყნის გარედან მითითებებს ელოდება
„ოპოზიცია ცაიტნოტშია!“ – აცხადებს „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი , როცა საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ოპოზიციის მხრიდან ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ბაზის შემუშავებისას. მიხეილ ყაველაშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ თუ ოპოზიცია ადრე ერთობლივად აკეთებდა განცხადებებს, ახლა მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე ცდილობს ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანას. მისი თქმით, ოპონენტები ქვეყნის ფარგლებს გარედან ელოდებიან მითითებებს თავიანთი პატრონების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედონ ამ თემაზე მსჯელობისას.
„მე მგონი ახლა ცაიტნოტში არიან… მოვისმინე ინდივიდუალური, ქილიკის მსგავსი განცხადებები ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ოპოზიციის მიზანმიმართული ქმედება, როცა ოპოზიცია ერთად დგებოდა ბრიფინგზე განცხადების გასაკეთებლად, არ ყოფილა. მაგალითად, ისე, როგორც მაშინ, როცა თხუთმეტმა პარტიამ ერთად მოაწერა ხელი ლგბტ პირების უსაფრთხოების დაცულობაზე რაღაც დოკუმენტს, ისიც აიძულეს საელჩოებმა და მათმა პატრონებმა. სხვათა შორის, ესეც კარგი მასალაა საქართველოს მოსახლეობისათვის, რომ იცოდნენ – ეს მათი შეხედულება კი არაა, არამედ 15 პარტია დამკვეთების მოსაზრებებს იზიარებს და ხელმოწერაც სწორედ ამას ემსახურებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეჟიმში არიან ახლა, როგორ მოხდეს ლგბტ თემის წარმოჩენა, მასთან შეხება, დაუპირისპირდნენ ამ თემას თუ როგორ იმოქმედონ. ამ ეტაპზე მხოლოდ ის ჩანს, რომ ოპოზიციას სურს თემა ისე გადაატაროს, რომ თითქოს ეს პრობლემა არაა და საქართველოს მოსახლეობაში ეს თემა ინტერესს არ წარმოადგენს. საუბარს კი, თავს არიდებენ იმით, რომ გადადიან ეკონომიკურ საკითხებზე, მაგრამ თუ არსებობს ეკონომიკური პრობლემები, სიღარიბე და ა.შ.
ანალოგიური პრობლემაა ესეც, არანაკლებ აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს და ამიტომ ვმსჯელობთ ამაზე. მეტიც, ჩვენ გვესმის ეს საკითხები ჩვეულებრივი ოჯახების მხრიდან, რომლებიც შეწუხებულები არიან. არაფერი არ იმალება, მოსახლეობას უამრავი ინფორმაცია მისდის სოციალური ქსელებიდან და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაში დიდი უმრავლესობა მიესალმება პროპაგანდის აკრძალვას. სხვათა შორის, ესეც პრევენციას გულისხმობს. როცა 2017 წელს კონსტიტუციაში ჩაიწერა მუხლი, რომ ოჯახი არის კაცისა და ქალის ერთობა, ამას მოჰყვა ქილიკი – რა საჭიროა, ვინ გაწუხებს და ა.შ. მაგრამ დავინახეთ, რომ ტრადიციული ქვეყნები დადგნენ ამ საფრთხის წინაშე და ე.ი. მიდის მუშაობა ამ მიმართულებით,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
Next: მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია, პრაიდის ორგანიზატორები ფაქტობრივად ძალადობენ და ისე ცდილობენ ხოლმე ამ პრაიდის ჩატარებას