“იყავი და დარჩები ჩემთვის გმირად – ვიცხოვრებ ისე, როგორც მასწავლე” – ნავალნის შვილის წერილი

დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ს შვილი დაშა ნავალნაია მამის დაკრძალვის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს.
“რაღაც ისე მოხდა, რომ ყველასთვის მიღებულია თქმა “ჩემი მშობლები – ჩემი მისაბაძი მაგალითია”, ჩემს შემთხვევაში, ეს სიმართლეა.
მამა, შენ იყავი მაგალითი ბევრისთვის მთელ მსოფლიოში. შენი ოპტიმიზმი და გადამდები, გულწრფელი ღიმილი. შენი ცნობისმოყვარეობა და სწრაფვა ახლის შესწავლისკენ. ყველასთან საერთო ენის პოვნის შენი საოცარი უნარი. იუმორის გრძნობა. სიმტკიცე. სიტყვების სწორ მომენტში შერჩევის უნარი (ან ხუმრობა, რთულ სიტუაციაში ყველას დასამშვიდებლად). შენი სიკეთე. სიკეთე და რწმენა, საკუთარი თავის, ხალხის. ბავშვობიდან მასწავლიდი პრინციპებით ცხოვრებას. ღირსეულად ცხოვრებას. შენ სიცოცხლე გაწირე ჩემთვის, დედასთვის, ზახარისთვის, სთვის და გპირდები, რომ მე ვიცხოვრებ ისე, როგორც შენ მასწავლე, რათა იამაყო ჩემით, რაც მთავარია – ისეთივე ნათელი ღიმილით სახეზე.
შენ ყოველთვის იყავი და სამუდამოდ დარჩები ჩემთვის მაგალითად. ჩემს გმირად. ჩემს მამად”, – წერს დაშა ნავალნაია.
ალექსეი ნავალნი ბორისოვის სასაფლაოზე დღეს დარკძალეს.
დაკავების რისკისა და უდაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიუხედავად, მოქალაქეთა დიდი ნაწილი დილიდან ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძართან შეიკრიბა, სადაც პანაშვიდი მიმდინარეობდა. ისინი ნავალნის დედას, ლუდმილა ნავალნაიას ერთდროულად უხდიდნენ მადლობას და ბოდიშს.
ადგილზე მოქალაქეების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი იდგა. უმეტესობამ ტაძარში შესვლა ვერ მოახერხა, რადგან ნავალნის პანაშვიდი ერთ საათს გაგრძელდა და სამართალდამცავები ეკლესიაში ხალხს რიგრიგობით უშვებდნენ.
ეკლესიაში იმყოფებოდნენ რუსი პოლიტიკოსები, ბორის ნადეჟდინი და ეკატერინა დუნცოვა, ასევე უცხოელი დიპლომატები. ტაძართან მივიდნენ -ის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებიც.
ნავალნი 47 წლის იყო.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: “გარდაცვალების მიზეზი დგინდება”.