ინდოეთმა მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ტიტული შეინარჩუნა

BBC-ის გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთმა მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ტიტული შეინარჩუნა, რადგან ის 2023 წლის ბოლო სამ თვეში 8.4%-ით გაიზარდა.
ინდოეთის პრემიერ მინისტრის, ნარენდრა დამოდარდას მოდის თქმით, ეს აჩვენებს „ინდოეთის ეკონომიკის სიძლიერეს და მის პოტენციალს“. ამის შესახებ მან სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.
გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ ინდოეთი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში იაპონიასა და გერმანიას გაუსწრებს, როგორც მსოფლიოს მესამე უდიდესი ეკონომიკა.