პუტინი 22 ნოემბერს ვირტუალურად მიიღებს მონაწილეობას G-20-ის შეხვედრაში

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 22 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებს დიდი ოცეულის (G20) ლიდერების ვირტუალურ სამიტში – მას შემდეგ, რაც მან კვლავ უარი განაცხადა პირადად მონაწილეობაზე სექტემბერში, ინდოეთში გამართულ სამიტში, იუწყება რუსეთის ტელევიზია.
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეჭრის შემდეგ, პუტინს პირადად მონაწილეობა არ მიუღია G20-ის ყოველწლიურ შეხვედრებში.
22 ნოემბრის ვირტუალური შეხვედრის მიზანი იქნება სექტემბრის სამიტის შედეგებზე მუშაობა – ამბობს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი 18 ნოემბრის განცხადებაში. ინდოეთი დიდი ოცეულის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა