Shell-ი მზის ენერგიის კომპანიის აქტივების მეოთხედს ყიდის

ტრანსნაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია Shell აგრძელებს პროექტების შემცირებას განახლებადი ენერგიის სფეროში – ის ყიდის მზის ენერგიის სექტორში მომუშავე კომპანიის Savion-ის აქტივების 25%-ს. როგორც Reuters-ი წერს ამის შესახებ Shell-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვ. სავანამ განაცხადა.
აღნიშნულია, რომ კომპანია აპირებს ფოკუსირებას უფრო მომგებიან პროექტებზე, რაც არის ნავთობის სტაბილური მოპოვება და ბუნებრივი აირის მოპოვების გაზრდა.
„საინვესტიციო ბანკი Jefferies ორგანიზებას უწევს 10,6 გიგავატამდე სიმძლავრის მზის ენერგიის გენერირებისა და შენახვის აქტივების გაყიდვას, რომელიც დამუშავების პროცესშია“, – ნათქვამია პოტენციურ ინვესტორებისთვის განკუთვნილ დოკუმენტში.
Shell-ისა და Jefferies-ის წარმომადგენლები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
Shell-მა Savion 2021 წელს შეიძინა ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ბენ ვან ბეურდენის ინიციატივით, რომელიც აპირებდა დაბალი ნახშირბადის ენერგეტიკული ბაზრის განვითარებას. თუმცა, 2023 წლის იანვარში ნავთობისა და გაზის კომპანიას სათავეში ჩაუდგა ვაელ სავანი, რომელმაც პირობა დადო, რომ შეცვლიდა კომპანიის კურსს და ფოკუსირებას მოახდენდა ბიზნესის ყველაზე მომგებიან ტიპებზე, რომელთა შორის მზის ენერგიის აქტივების ფლობა არ იგულისხმებოდა.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანული ნავთობისა და გაზის კომპანია Shell დაბალი ნახშირბადის ენერგეტიკული სექტორიდან მუშების დაახლოებით 15%-ს შეამცირებდა.