12 წლის ანას საქმეზე სამხარაულის ექსპერტს ბრალი დაუმძიმეს

დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა ანუშაიტიტეს საქმეზე, სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი დაუმძიმეს.
თუ აქამდე ექსპერტს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი, ახლა სახელმწიფო ბრალდება მას ედავება საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობას, რითაც მართლმსაჯულებას ხელი შეეშალა. მუხლის ამგვარად გადაკვალიფიცირებას გოგონას ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, “უფლებები საქართველო” ექსპერტისთვის ბრალის წარდგენის დღიდან ითხოვს.
სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი მას შემდეგ წარუდგინეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია ექსპერტიზისთვის საჭირო მასალის დაზიანების შესახებ. “უფლებები საქართველოს” ინფორმაციით, ექსპერტიზის ბიუროში, გოგონას ცხედრიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშები დაობდა.
“საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
12 წლის ანა ანუშაიტიტე 2023 წლის 17 მარტს, დიდ დიღომში, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. -მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება