თეონა აქუბარდია – „ქართული ოცნება“ გამოგონილ პრობლემებს, ქარის წისქვილებს ეომება მაშინ, როდესაც მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს

ამ მოცემულობაში ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება“ არანაირად არ არიან განსხვავებული პარტიები, ისინი არიან ერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ გამოგონილი პრობლემებით ხალხის ყურადღების გადატანას და ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დაანონსებულ ახალ ინიციატივას, რომელიც „საზოგადოების ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაცვას გულისხმობს“.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების მოგვარებას არ აპირებს.
„ქართული ოცნება“ გამოგონილ პრობლემებს, ქარის წისქვილებს ეომება მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს. დაწყებული სკოლებში ბავშვების შიმშილობით დამთავრებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით, მათ შორის ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემებით. მათ შორის, როდესაც გაცხადებული მტერი გვყავს ს სახით, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20% მიიტაცა ოკუპაციის გზით, ისინი პრობლემებს ეძებენ დასავლეთში. ის ფსევდოღირებულებები, რომლებსაც ისინი გარკვეულწილად წარმოაჩენენ პრობლემებად, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ნებისმიერი ადამიანი ქუჩაში რომ გააჩერო, ამასთან დაკავშირებით არ აქვს პრობლემა, ისინი გეტყვიან დაბალ ხელფასებზე, უმუშევრობაზე, მათ შორის ჯანდაცვის პრობლემებსა და ძალიან ბევრ სხვა რამეზე. ამ მოცემულობაში ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ “ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება” არანაირად არ არიან განსხვავებული პარტიები, ისინი არიან ერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ გამოგონილი პრობლემებით ხალხის ყურადღების გადატანას და ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებას. რაც შეეხება კანონპროექტს, თვალით არ მინახავს და რანაირად უნდა ჩავდო მიწაში. მე ასევე ველოდებოდი დაანონსებულ კანონპროექტს რელიგიური შენობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რომელიც არსად არ არის, შესაბამისად, ასეთი ტიპის განცხადებები, უბრალოდ არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც როგორც წესი, “ხალხის ძალა” იწყებს და შემდეგ “ქართული ოცნება” აგრძელებს. ეს აჩვენებს იმას, რომ “ქართული ოცნება” ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების მოგვარებას არ აპირებს და ქარის წისქვილებთან ბრძოლით აპირებს, გააგრძელოს ამ ქვეყნის მართვა, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი პრობლემის შემქმნელი არის თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ეს გამოგონილი პრობლემები არ შველის ხალხის რეალურ პრობლემებს”,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
მდინარაძის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება.

ასევე დაგაინტერესებთ