გუტერეში: ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინე 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობის შემთხვევა ცალკე გამოძიებას საჭიროებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ხუთშაბათს თქვა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინე 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობა წარმოადგენს ვითარებას, რომელიც საჭიროებს დამოუკიდებელ, ეფექტიან გამოძიებას.
სენტ ვინსენტსა და გრენადინებში მყოფმა გუტერეშმა რეგიონული სამიტის წინ თქვა, რომ “თავზარდაცემულია” ამ ინციდენტით ს მიერ ღაზაში წარმოებულ ომში – რომელსაც, პალესტინის მესვეურთა თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ 30 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.
გუტერეშს ჰკითხეს გაეროს უშიშროების საბჭოში საზავო ხელშეკრულების ჩავარდნაზე, რაზეც მან უპასუხა, რომ გაღრმავებულმა გეოპოლიტიკურმა დაყოფამ “ვეტოს უფლება გადააქცია უშიშროების საბჭოს მოქმედების პარალიზების ეფექტიან ინსტრუმენტად”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა