მიხეილ სარჯველაძე – დღეიდან ამოქმედებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით ქვეყანაში პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სტანდარტებით იქნება დარეგულირებული

დღეიდან ამოქმედებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით ჩვენს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სტანდარტებით იქნება დარეგულირებული, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მ განაცხადა.
პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ახალი კანონის პრეზენტაცია გამართეს და ამოქმედებულ სიახლეებზე ისაუბრეს.
„შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ დღეს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით და მისი საკანონმდებლო ჩარჩოს მეშვეობით, საქართველო გახლავთ სახელმწიფო, რომელიც პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებს ევროპული სტანდარტებით არეგულირებს. ეს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამავდროულად, არც თუ უმნიშვნელო და პატარა წვლილია ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში, როგორც ფორმალური თვალსაზრისით, ისე თავის შინაარსით, რადგან თანამედროვე ეპოქაში პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონზე საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე იმყოფება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრული ჰარმონიზაცია მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, მთელ რიგ სიახლეებთან ერთად, ახლებურად ჩამოყალიბდა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების პროცესი, ასევე, ვიდეო და აუდიო მონიტორინგის განხორციელებისას მონაცემთა დამუშავების წესები.
„მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებისათვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა და განისაზღვრა სამართალდარღვევის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების კონტექსტში, ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სამსახურის მიერ შესასრულებლად სავალდებულოდ დავალებების შეუსრულებლობა“, – განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა.
პარლამენტში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის გენერალურმა მდივანმა ლეონარდო სერვერა ნავასიმ და – ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახალხო დამცველი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა