„საქსტატი“ 2023 წელს, საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების რაოდენობას აქვეყნებს

2023 წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 1 6191 გემი შემოვიდა, რომელთა 34.5 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 29.3 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდი, 27.2 პროცენტი – კონტეინერმზიდია, ხოლო დანარჩენი 9.0 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე, სამგზავრო და სპეციალიზებულ გემებზე ნაწილდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობთ, 2023 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 47.7 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 37.9 პროცენტით ნაკლები – ნაყარი ტვირთმზიდი, 9.4 პროცენტით ნაკლები – გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 5.7 პროცენტით ნაკლები – სპეციალიზებული და 3.1 პროცენტით ნაკლები – თხევადი ტვირთმზიდი.
„2023 წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 17.6 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.6 პროცენტი – პანამის, 14.6 პროცენტი – ლიბერიის, 9.1 პროცენტი – მალტის, 4.6 პროცენტი – ს, 4.4 პროცენტი – ბულგარეთის დროშის ქვეშ, ხოლო 34.1 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდებოდა
2023 წელს საქართველოს ნავსადგურები 11.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 45.0 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 50.8 პროცენტს შეადგენს.
2023 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 13 886.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 7.5 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 43.3 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 31.7 პროცენტი – თხევადი ტვირთი, 25.0 პროცენტი კი – ნაყარი ტვირთი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ