“ფაფუს” ნაცვლად შეგიძლიათ სხვა – უფრო წონიანი რამე გაიფიქროთ”– გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
აი, რაც ზუსტად იცით, ერთ დღესაც – ფაფუ, ყველაფერი დასრულდება და ამ ერთ დღემდე ადამიანები რომ იყოთ და არა პროფესიებს, სტატუსებს, თანამდებობებს, გვარიშვილობას, მემკვიდრეობას და ათას ნიღაბს ამოფარებული არსებები – არ შეიძლება? ბიჭო, მაკედონელმაც ვერ წაიღო იმ ქვეყნად ვერაფერი. თქვენ რომ ყველაზე დიდ მეფეს უწოდებთ (არა და რამდენს დაგაცლიდათ თავებს და გაგსვამდათ ძელზე) იმან “გალობანი სინანულისანი” დაწერა და ცხოვრების ნაბიჭვრებსაც მისცა მის მკერდზე სიარულის უფლება. ჰო და რას იბღინძებით, რას ამადლით თქვენს არსებობას სამყაროს? ადამიანები იყავით და არა ისინი, რასაც ვითომ ძერწავთ საკუთარი თავისგან. “ფაფუს” ნაცვლად შეგიძლიათ სხვა – უფრო წონიანი რამე გაიფიქროთ

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა