OVD-Info-ს ცნობით, რუსმა პოლიციამ დააკავა მანქანის ოთხი მგზავრი. ისინი ქალაქ ვორონეჟიდან მოსკოვის მიმართულებით მიემგზავრბეოდნენ. მგზავრებს შორის არის პაველ სიჩევი, პრეზიდენტობის აკრძალული კანდიდატის, ბორის ნადეჟდინის ადგილობრივი საარჩევნო ოფისის ხელმძღვანელი.
ტელეგრამ არხის SOTAVision-ის ინფორმაციით, დაკავებულები მოსკოვში, ალექსეი ნავალნის დაკრძალვაზე მიემგზავრებოდნენ.
ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკრძალვის ცერემონია დღეს, 1 მარტს, მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში იმართება.
პოლიტიკოსს დაკრძალავენ მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე.
· ნავალნის დაკრძალვის დღეს აქციაში მონაწილეობისთვის სტუდენტებს გარიცხვით ემუქრებიან
· ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს გადასცეს